სხვა

20:40 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

IOC პეკინი-2022-ის მზადების პროგრესით კმაყოფილია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა (IOC), საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა (IPC) და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა მოსამზადებელი სამუშაოები და COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომები განიხილეს.

საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის, ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი სირთულეების მიუხედავად, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების სამზადისში მასპინძლებმა სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს.

„მეტად ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. პეკინის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის სამზადისის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ. საშეჯიბრო ობიექტების მშენებლობა წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, - ამბობს ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი, - იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომლის გავლაც წლეულს მოგვიწია, შეიძლება ითქვას, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამაზე მიუთითებს იმ საერთაშორისო ფედერაციების დადებითი გამოხმაურებები, რომლებიც ბოლო პერიოდში სტუმრობდნენ პეკინს. მიუხედავად ამისა, მოგველის სირთულები, ამიტომაც, მაგალითად, COVID-19-ის საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის დახმარებით, ნებისმიერი მოულოდნელობისთვის მზად უნდა ვიყოთ."

GEONOC.ORG.GE
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113905