კალათბურთი

19:28 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 4 ქულა და ცსკა-ს გამარჯვება VTB ლიგაში

VTB ლიგის მეშვიდე ტურში მოსკოვის ცსკა პერმში, „პარმას“ ესტუმრა და ძალიან ადვილად, 95:61 მოიგო. არმიელები მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულად იმარჯვეს.

თუმცა, თორნიკე შენგელიას კვლავ არ გამოუჩენია თავი და მორიგი არაფრით გამორჩეული თამაში ჩაატარა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 17:51 წუთი გაატარა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა.

ცსკა-ს VTB ლიგაში 5 მოგების საპირწონედ 2 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, მინსკის „ცმოკის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118703