ჩოგბურთი

20:30 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2020 წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში სერბი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევს შეხვდა და მეტოქე 6:3, 7:6 დაამარცხა და ნახევარფინალში დომინიკ თიმს შეხვდება.

განვლილ შეხვედრაში ჯოკოვიჩს სამი ეისი და სამი ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო ზვერევს - 12 ესისი და ექვსი ორმაგი შეცდომა. სერბმა ჩოგბურთელმა 18 ვინერსი შეასრულა, ხოლო გერმანელმა - 38. ორმაგ შეცდომებში ასევე ზვერევი "ლიდერობდა" - 19:13.

მიმდინარე წელს ჯოკოვიჩმა 41-ე გამარჯვება იზეიმა და ამ მაჩვენებლით ანდრეი რუბლიოვს გაუთანაბრდა. ასევე, ნოვაკი პიტ სამპრასს გაუთანაბრდა და სათამაშო წელი რეიტინგში პირველ ადგილზე მეექვსედ დაასრულა. ჯოკოვიჩის მიზანი ამ ტურნირზე როჯერ ფედერერის რეკორდია, რომელმაც შემაჯამებელი კარიერაში ექვსჯერ მოიგო.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს რაფაელ ნადალი და დანილ მედვედევი დაუპირისპირდებიან. მედვედევმა ჯგუფში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და ნაადრევად გაინაღდა პლეი ოფის საგზური. რაფაელ ნადალს კი ტურნირი კარიერაში მოგებული არ აქვს და ორი გამარჯვება აშორებს სანუკვარ ტიტულს.

0.114893