ფეხბურთი

16:59 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" და სერხიო რამოსმა შეთანხმებას მიაღწიეს

მადრიდის „რეალმა“ და სერხიო რამოსმა ახლა კონტრაქტზე მოილაპარაკეს. As-ს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებენ.

გავლენიანი გამოცემა წერს, რომ წლის ბოლომდე ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურდება. უცნობია ახალი ხელშეკრულების ფინანსური დეტალები.

ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ, რომ რამოსი კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა მასთან შეთანხმება შეძლო.

რამოსი „რეალის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს და გუნდის შეუცვლელი ფიგურაა. მან „სამეფო კლუბთან“ ერთად 22 ტიტული მოიგო და მათ შორის, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114461