ისტორია

9:49 | 17.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

17 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1986 - დაიბადა მანუჩარ მარკოიშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების, ბათუმის “ბასკოს”, ტრევიზოს “ბენეტონის”, გერმანული ბუნდესლიგის წარმომადგენელი “მიტელდოიჩერის”, ლიუბლიანის “ოლიმპიას”, “ბკ კიევის”, "კანტუს", "გალათასარაის" ცსკა-ს, თურქული “დარუშაფაკას", იტალიური "რეჯო ემილიას" მსროლელი (196 სმ). “ბენეტონის” რიგებში ითამაშა ევროლიგის ფინალში. საქართველოს, იტალიის, სლოვენიის და თურქეთის ჩემპიონი, იტალიისა და სლოვენიის თასის მფლობელი. 2008-09 წლების სეზონში დასახელეს უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად. 2007 წელს დაყენებული იყო ნბა-ს დრაფტზე. 2011, 2013, 2015, 2017 წლების ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1869 - პარიზსა და რუანს შორის გაიმართა პირველი შეჯიბრება ველორბოლაში. იგი ინგლისელმა ჯეიმს მურმა მოიგო.

1893 - ჩეხიის დედაქალაქ პრაღაში შეიქმნა საფეხბურთო კლუბი “სპარტა”. ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1926 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ჩიკაგო ბლექ ჰოუკსმა” პირველი მატჩი ჩაატარა და “ტორონტო სენტ პატრიკსს” 4:1 მოუგო.

1938 - ინგლისის ნაკრებმა მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” ირლანდიას 7:0 მოუგო. ხუთი გოლი “ტოტენჰემის” ფორვარდმა ვილი ჰოლიმ გაიტანა.

1940 - ამერიკული საფეხბურთო ლიგის წარმომადგენელი “გრინ ბეი პეკერზი” პირველი კლუბი აღმოჩნდა, რომელიც მატჩზე თვითმფრინავით გაემგზავრა.

1959 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ლიეჟში “სტანდარდთან” 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა. “დინამო”: კოტრიკაძე, ჩოხელი, თორაძე, ხოჭოლავა, ზეინკლიშვილი, იამანიძე, მელაშვილი, ბარქაია (ჟორდანია), კალოევი, კურტანიძე, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1961 - თბილისის “დინამომ” ჰავანაში კუბის ნაკრებს 8:0 მოუგო. გოლები ვლადიმერ ბარქაიამ (4), ზაურ კალოევმა (2) და შოთა იამანიძემ (2) გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხელაშვილი, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, იამანიძე, დათუნაშვილი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1973 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, სტამბოლში “ბეშიქთაშს” 1:0 მოუგო. გოლი დავით ყიფიანმა გაიტანა. “დინამო”: გოგია, ებრალიძე, კანთელაძე, ხურცილავა, ჭელიძე, გავაშელი, ასათიანი, მჭედლიშვილი, გუცაევი (წერეთელი), ყიფიანი, ლ. ნოდია. გუნდს ალექსანდრე კოტრიკაძე წვრთნიდა.

1981 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ნიუ იორკ ნიკზის” მოთამაშე ბილ კარტრაიტმა, ერთ მატჩში შესრულებული ყველა, 19 საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.

1983 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ფილადელფია ფლაიერზმა” ზედიზედ მეცამეტე შეხვედრა მოიგო.

1983 - ჰოლანდიელმა ჰარმ ვირსმამ ასუჯრედიან შაშში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1997 - მარიო ლემიე ჰოკეისტთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

2004 - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დანიის გუნდთან 2:2 ითამაშა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა და მას 21 ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები იონ დალ ტომასონმა (2), გიორგი დემეტრაძემ და მალხაზ ასათიანმა გაიტანეს. საქართველო: დევაძე, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე (კაპიტანი), მჟავანაძე, კობიაშვილი, ასათიანი, ცქიტიშვილი, ჯიქია (კვირკველია), იაშვილი (არველაძე), დემეტრაძე. ნაკრებს ალენ ჟირესი წვრთნიდა. დანია: სორენსენი, პოულსენი, პრისკე, კროლდრუპი, ნ. იენსენი, ლუსტუ, გრავესენი, დ. იენსენი (ლოვენკრანდსი), ტომასონი, იორგენსენი, პერესი (რომედალი). ნაკრებს მორტენ ოლსენი წვრთნიდა.

2007 - ნოემბრის ბაშოზე, მეცამეტე მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა, კოკაიმ მეთხუთმეტე მაეგაშირა, ტოჩიოძანი დაამარცხა.

2007 - აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა კოსტა რიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, პაოლო ვანჩოპემ.

2010 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გასვლაზე სლოვენიას 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ჯანო ანანიძემ და სანდრო გურულმა გაიტანეს. გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა.

2012 - საქართველოს სარაგბო ნაკრები თბილისში ჩატარებულ ტესტ-მატჩში იაპონიასთან 22:25 დამარცხდა.

2013 - ჩეხეთის საჩოგბურთო ნაკრებმა ზედიზედ მოიგო დევისის თასი. ეს მას შემდეგ გაცხადდა, რაც ბელგრადში მიმდინარე ფინალური მატჩის დასკვნით შეხვედრაში რადეკ შტეპანეკმა სერბ დუშან ლაიოვიჩს 6:3, 6:1, 6:1 მოუგო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3:2 მოქმედი ჩემპიონის, ჩეხეთის სასარგებლოდ.

2013 - რუსეთის ქალაქ ანაპაში დასრულებულ ჭაბუკ მოკრივეთა ევროპისპირველობაზეწარმატებასმიაღწიეს ქართველმა მოკრივეებმა.

66 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული გიორგი ხარაბაძემმოიპოვა.ფინალურორთაბრძოლაში ქართველმა მოკრივემ უკრაინელი სტერან გრეკულს სძლია დაკვარცხლბეკისუმაღლესსაფეხურზე ავიდა.

ჯამში, ქართველმა მორკივეებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს 1 ოქროს, 1 ვერცხლისადა2ბრინჯაოს. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა რუსეთისადაირლანდიისშემდეგ.

74 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის პრიზიორი გახდა რატი ტლაშაძე, რომელმაცფინალურიორთაბრძლაფრანგ ლუიო ტოტისტან დათმო. 46 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს დაეუფლაგიორგიჩარგაზია, ხოლო52 კილოგრამში ასევე ბრინჯაოს პრიზიორი უჩა მაისურაძე გახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1926 - კოტე მახარაძე. ქართველი მსახიობი, სპორტსმენი და სპორტული კომენტატორი. თამაშობდა თბილისის “დინამოს” კალათბურთელთა გუნდში. წაყვანილი აქვს ასეულობით მატჩის რადიო და ტელერეპორტაჟები. მათ შორის 1964 წლის 18 ნოებრის ტაშკენტის “ოქროს მატჩი” და 1981 წლის 13 მაისის დიუსელდორფის თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალი. მიჰყავდა რეპორტაჟები სპორტის სხვადასხვა სახეობის მსოფლიოს პირველობებიდან და ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან.

1929 - ედგარ უაიტი. ამერიკელი აფროსანი. 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1930 - ბობ მატიასი. თანამედროვე ათჭიდში 1948 და 1952 წლების ოლიმპიადების ჩემპიონი.

1935 - ანტონ ზაილერი. ავსტრიელი მოთხილამურე. 1956 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს ოქროს სამი მედალი.

1938 - პიტერ სნელი. ახალ ზელანდიელი მძლეოსანი. 800 და 1500 მეტრზე რბენაში 1960 და 1964 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1948 - ხაიმე უელამო. ესპანელი ველოსიპედისტი. 1972 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, თუმცა დოპინგის ხმარებაში ამხილეს და დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

1949 - ტომას ჰილი. ამერიკელი მძლეოსანი. 110 მეტრზე თარჯრბენში 1972 წლის ოლიმპიადის პრიზიორი.

1950 - როლანდ მატესი. ყოფილი გდრ-ის მოცურავე. 100 და 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1968 და 1972 წლების ოლიმპიადებზე მოიპოვა ოქროს ოთხი მედალი. დამყარებული აქვს მსოფლიოს 15 რეკორდი.

1964 - მარინა ჩერკასოვა. საბჭოთა ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 1980 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი წყვილთა თანრიგში.

1965 - ვილტროპ გრემი. იამაიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1986 - დაიბადა მანუჩარ მარკოიშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების, ბათუმის “ბასკოს”, ტრევიზოს “ბენეტონის”, გერმანული ბუნდესლიგის წარმომადგენელი “მიტელდოიჩერის”, ლიუბლიანის “ოლიმპიას”, “ბკ კიევის”, "კანტუს", "გალათასარაის" ცსკა-ს, თურქული “დარუშაფაკას", იტალიური "რეჯო ემილიას" მსროლელი (196 სმ). “ბენეტონის” რიგებში ითამაშა ევროლიგის ფინალში. საქართველოს, იტალიის, სლოვენიის და თურქეთის ჩემპიონი, იტალიისა და სლოვენიის თასის მფლობელი. 2008-09 წლების სეზონში დასახელეს უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად. 2007 წელს დაყენებული იყო ნბა-ს დრაფტზე. 2011, 2013, 2015, 2017 წლების ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1978 - ჯეიმს თუნი. 1926-28 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის. გარდაიცვალა 80 წლის ასაკში.

2006 - ფერენც პუშკაში. ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელი. დაიბადა 1927 წლის 2 აპრილს. უნგრეთის ეროვნული ნაკრების (მას “დიდ გუნდად” მოიხსენიებენ) ლიდერი. იცავდა “კიშპეშტის”, “ჰონვედის”, “ესპანიოლის” და მადრიდის “რეალის” ღირსებას. 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1954 წლის მსოფლიოს პირველობის ფინალისტი. უნგრეთის ხუთგზის ჩემპიონი. ესპანური ლა ლიგას ხუთგზის გამარჯვებული. ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელი. საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების გამარჯვებული. 1967-1993 წლებში სხვადასხვა კლუბში მუშაობდა მწვრთნელად. პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა 79 წლის ასაკში.

0.113666