ფეხბურთი

14:15 | 12.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები გამარჯვების შემთხვევაში დიდძალ პრემიას მიიღებენ

ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხხბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებისთვის ფეხბურთელებს პრემიები დაუწესა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თუ ისინი ევროპის ჩემპიონატზე გავლენ, ფეხბურთის ფედერაცია 3 მილიონი ევროს ბონუსით დააჯილდოვებს.

საქმე ისაა, რომ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე გასვლით დიდძალ თანხას, თითქმის 10 მილიონ ევროს მიიღებს, აქედან დაახლოებით 30% კი ფეხბურთელებზე გადანაწილდება.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115774