ფეხბურთი

17:51 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია: მორატა ერთწლიანი პაუზის შემდეგ გამოიძახეს

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ნოემბერის მატჩებისთვის გნდში 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი ალვარო მორატა, რომელიც „ფურია როხაში“ ბოლოს 1 წლის წინ იყო მიწვეული.

მორატას გარდა, ლუის ენრიკეს რჩეულთა ჩამონათვალი ასეთია:

მეკარეები: კეპა არიზაბალაგა (ჩელსი, ინგლისი), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ინგლისი), უნაი სიმონი (ბილბაო)

მცველები: ხოსე გაია (ვალენსია, სერხიო რეგილონი (ტოტენჰემი, ინგლისი), პაუ ტორესი (ვილიარელი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), სერხიო რამოსი (რეალი), ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ხესუს ნავასი (სევილია), სერხი რობერტო (ბარსელონა)

ნახევარმცველები: მიკელ მერინო (სოსიედადი), სერხიო კანალესი (ბეტისი), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), კოკე (ატლეტიკო)

თავდამსხმელები: ანსუ ფატი (ბარსელონა), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ხერარდ მორენო (ვილიარეალი), მიკელ ოიარზაბალი (სოსიედადი), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია), ადამა ტრაორე (ვულვზი, ინგლისი), დანი ოლმო (ლაიფციგი, გერმანია)

ესპანეთის ნაკრები 11 ნოემბერს, ამსტერდამში ამხანაგურად ნიდერლანდებს შეხვდება, ხოლო 14 და 17 ნოემბერს, ერთა ლიგაზე ბაზელში შვეიცარიას ესტუმრება და სევილიაში გერმანიას უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124775