თამაშგარე

11:24 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზს საყვარლის ცემა ძვირად დაუჯდა

რას შეიძლება გამოეწვია უელსის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რაიან გიგზის პოსტიდან დროებით ჩამოშორება? თუ ვინმე იტყვის, რომ სპორტულ შედეგებს - ძალიან შემცდარა, რადგან ახალგაზრდა მწვრთნელის დასჯის მიზეზი მის მიერ გულისსწორის სავარაუდო გვემა გახლდათ.

“მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ვარსკვლავს უელსის ნაკრების მწვრთნელობიდან სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია იმიტომ მისცეს, რომ რაიანმა მეგობარ გოგონაზე - კეიტ გრევილზე იძალადა და სანამ სასამართლო რეალურ ამბებს გამოააშკარავებს, რაიანს 100 ათასი ფუნტის გირაოც დააკისრეს.

იმ დროს, როდესაც რაიან გიგზი სასამართლოებში ირბენს, მისი დამოძღვრილი ნაკრები დროებითი მწვრთნელის, რობერტ პეიჯის ხელმძღვანელობით აშშ-ს ირლანდიის და ფინეთის საფეხბურთო ნაკრებებს შეხვდება და მხოლოდ ამ სამი მატჩის შემდეგ გადაწყვეტს სასამართლო ღირს თუ არა გიგზის პოსტზე დაბრუნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123114