ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი წრე დასრულდა. მესამე ტურის რვა მატჩი დარჩენილ ოთხ ჯგუფში გაიმართა და ზოგან თითქმის ყველაფერი გადაწყდა, ზოგან - კიდევ უფრო დაძაბა.
მაგალითად, E ჯგუფში პრაქტიკულად ვიცით, რომ „ჩელსი“ და „სევილია“ პლეი-ოფში ითამაშებენ, ოღონდ ეგაა გასარკვევი ვინ გავა პირველი ადგილით. „ჩელსიმ“ შინ „რენს“ ადვილად 3:0 მოუგო და 7 ქულას მოუყარა თავი, ისევე როგორც „სევილიამ“, რომელმაც ურთულეს დუელში „კრასნოდარს“ 3:2 აჯობა. არადა, ესპანელები 0:2 მარცხდებოდნენ და შემდეგ 1:2 კი გახადეს ანგარიში, მაგრამ ფეხბურთელი გაუძევეს. კაცნაკლულმა „დალაქებმა“ ენ-ნესრის დუბლით რუსებს მაინც მოუგეს. შედეგად, „ჩელსის“ და „სევილიას“ 7-7, ხოლო „კრასნოდარსა“ და „რენს“ 1-1 ქულა აქვთ.
F ჯგუფში დორტმუნდის „ბორუსია“ გალიდერდა, მიუხედავად იმისა,რომ პირველ ტურში წააგო. გერმანელებმა სტუმრად „ბრიუგეს“ ერლინგ ჰოლანდის ლიდერობით, რომელმაც დუბლი შეასრულა 3:0 იმარჯვეს. რომის „ლაციო“ კი შესუსტებული შემადგენლობით რუსეთში „ზენიტთან“ მაცხს ბოლოსკენ გადაურჩა - 1:1. „დორტმუნდს“ 6 ქულა აქვს, „ლაციოს“ 5, „ბრიუგეს“ 4 და „ზენიტს“ 1. ცხადია, აქ ჯერ არაფერი გარკვეულა, მაგრამ გერმანელებსა და იტალიელებს გაცილებით უკეთესი შანსი აქვთ, ვიდრე კონკურენტებს.
G ჯგუფში პრაქტიკულად ყველაფერი დასრულებულია და ეს მოსალოდნელიც იყო. მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კიევის «დინამოსთან“ „ბარსელონა“ არაერთგზის იხსნა, კიეველებს ერთი გოლიც არ ჩაუთვალეს, მაგრამ „ბარსამ“ 2:1 მოიგო. ლიონელ მესიმ ისევ გაიტანა და ისევ პენალტით. სხვათა შორის, უკრაინელთა 18 წლის მეკარე ნშჩერეტიც დაუჯერებლად მოქმედებდა და 12 სეივით დაასრულა თამაში. მოკლედ, რომ არა მეკარეები გაცილებით შედეგიანი მატჩი იქნებოდა. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, „ბარსელონას“ ძალიან უჭირს და შორსაა ოპტიმალური კონდიციისგან. ამის მიუხედავად 9 ქულა აქვს და მესამეადგილს უკვე 8 ქულით უსწრებს. უფრო მეტიც, კატალონელებს პირველი ადგილიც პრაქტიკულად ხელში აქვთ. „იუვენტუსი“ სტუმრად ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“ ესტუმა და ალვარო მორატას ჩინებული თამაშით 4:1 დაამარცხა. ესპანელმა დუბლი შეასრულა და მერე ადგილი პაულო დიბალას დაუთმო, რომელიც ასევე დუბლს ასრულებდა, მაგრამ ოფიციალურ ოქმში ერთი გოლი აესახა, სამაგიეროდ, ლაშა დვალს ჩაეწერა ავტოგოლი, რომელიც დიბალას გოლისგან გუნდის ხსნას ლამობდა, მაგრამ თავად გახდა გოლის ავტორი... სხვათა შორის, დიბალა „იუვეს“ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 6 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. მან ტვიტერში ჩემპიონთა ლიგის გვერდი პოსტზე მონიშნა და ამ ფაქტთან დაკავშირებით ხუმრობით სთხოვა, შემიძლია აღსანიშნავად დუბლი ვიზეიმოო?.. ისე, დვალის იმ გოლის ავტოგოლად გაფორმება და დიბალაზე წარმთევა, მართლაც უსამართლობაა. „იუვენტუსმა“ 6 ქულა დააგროვა, კიევის „დინამოსა“ და „ფერენცვაროშის“ დუეტს 5 ქულით უსწრებს და ფაქტია, ჯგუფიდან ადვილად გავა, მაგრამ მეორე ადგილი მას მერვედფინალში მხოლოდ ძლიერ მეტოქეს არგუნებს...
და ბოლოს H ჯგუფი, სადაც საოცრად დაიძაბა სიტუაცია. „მანჩესტერმა“ პსჟ-ს ძლევისა და „ლაიფციგის“ განადგურების შემდეგ სტამბოლის „ბაშაკშეჰირთან“ წააგო. სხვათა შორის, თურქულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველი თამაში მოიგო. გერმანიაშ კი „ლაიფციგმა“ „პარი სენ ჟერმენს“ 2:1 აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდა. მოკლედ ჯგუფში მაგრად დაიძაბა ვითარება. „მანჩესტერსა“ და „ლაიფციგს“ 6-6 ქულა აქვთ, „პარი სენ ჟერმენსა“ და „ბაშაკშეჰირს“ 3-3. რა მოხდება დარჩენილ სამ ტურში კაცმა არ იცის, მეტად რთული პროგნოზის გაკეთება...
E ჯგუფი
„ჩელსი“ – „რენი“ 3:0 (2:0)
ლონდონი, „სტემფორდ ბრიჯი“
„ჩელსი“ (4-3-3): მენდი; ჯეიმსი, ზუმა, ტიაგო სილვა (რუდიგერი 68), ჩილველი (ემერსონი 63); კანტე (კოვაჩიჩი 63), ჟორჟინიო, მოუნთი; ზიეჩი (ჰადსონ-ოდოი 75), აბრაჰამი (ჟირუ 63), ვერნერი
მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი
„რენი“ (4-1-4-1): გომისი; ტრაორე, და სილვა, აგუერი, დალბერტი; ნზონზი (გრენიე 62); გბოჰო (დელ კასტილიო 62), სილიკი (ტრუფერი 46), ბურჟიე, ტერიე (დოკუ 62); ჟირასი (ჰუნუ 76)
მწვრთნელი: იულიენ სტეფენი
გოლები: 1:0 ვერნერი (10, პენ), 2:0 ვერნერი (41, პენ), 3:0 აბარაჰამი (50)
გაფრთხილება: ანტე (26), ზიეჩი (32), ჟორჟინიო (65), კოვაჩიჩი (79) - დალბერტი (9, 40), დელ კასტილიო (89)
გაძევება: დალბერტი (40)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 7 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)
„სევილია“ – „კრასნოდარი“ 3:2 (1:2)
სევილია, „სანჩეს პისხუანი“
„სევილია“ (4-3-3): ვაცლიკი; ნავასი, კუნდე (როდრიგესი 34), კარლოსი, ესკუდერო (აკუნია 34); ჯორდანი (ენ-ნესრი 60), გუდელი, რაკიტიჩი; ოკამპოსი, დე იონგი (რეკიკი 83), ელ ჰადადი (ფერნანდო 60)
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი
„კრასნოდარი“ (4-3-3): საფონოვი; რამირესი (სოროკინი 46), მარტინოვიჩი, კაიო, ჩერნოვი; ოლსონი, გაზინსკი, უტკინი (ვანდერსონი 75); სულეიმანოვი, ბერგი, საბუა (სპერტსიანი 34, კლაესონი 65)
მწვრთნელი: მურად მუსაევი
გოლები: 0:1 სულეიმანოვი (17), 0:2 ბერგი (21, პენ), 1:2 რაკიტიჩი (42), 2:2 ენ-ნესრი (69), 3:2 ენ-ნესრი (72)
გაფრთხილება: კუნდე (16), როდრიგესი (50) - სპერტსიანი (51), კაიო (59), ბერგი (90)
გაძევება: ნავასი (45)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (12) – 7 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
F ჯგუფი
„ზენიტი“ – „ლაციო“ 1:1 (1:0)
სანქტ-პეტერბურგი, „გაზპრომ არენა“
„ზენიტი“ (5-4-1): კერჟაკოვი; კარავაევი, ლოვრენი, რაკიცკი, სანტოსი, ჟირკოვი (კროგოვოი 79); იეროხინი (მოსტოვოი 61), ბარიოსი, ოზდოევი (სუტორმინი 90), კუზიაევი (ვენდელი 90); ძიუბა
მწვრთნელი: სერგეი სემაკი
„ლაციო“ (3-5-2): რეინა; პატრიკი, ჰუდტი, აჩერბი; მარუშიჩი, აკპა-აკპრო, პაროლო (კატალდი 52), მილინკოვიჩ-სავიჩი, ფარესი (პერეირა 59); კორეა (ლუის ფელიპე 85), მურიქი (კაისედო 59)
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
გოლები: 1:0 იეროხინი (32), 1:1 კაისედო (82)
გაფრთხილება: კუზიაევი (7), ბარიოსი (78), ლოვრენი (85), კრუგოვოი (87) - აკპა-აკპრო (5), მილინკოვიჩ-სავიჩი (59), კაისედო (78), რეინა (86)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 11 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 5:0
მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)
„ბრიუგე“ – „დორტმუნდი“ 0:3 (0:3)
ბრიუგე, „იან ბრეიდელი“
„ბრიუგე“ (4-2-3-1): მინოლე; მატა, დელი, სობოლი, კუსონუ; რიცი, ვანაკენი (შრივერსი 85); ლანგი (დე კატელარე 76), ვორმერი (ბალანტა 71), დიატა; დენისი (კრმენჩიკი 85)
მწვრთნელი: ფილიპ კლემენი
„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი, მუნიე (მორი 84), ვიტსელი, აკანჯი, გერეირო; დაუდი, დელანი (ბელინგემი 72); აზარი, ბრანდტი (როისი 72), რეინა (პასლაკი 77); ჰოლანდი (რეინიერი 85)
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლები: 0:1 აზარი(14), 0:2 ჰოლანდი (19), 0:3 ჰოლანდი (32)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 8 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 4:0
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
G ჯგუფი
„ბარსელონა“ – „დინამო კიევი“ 2:1 (1:0)
ბარსელონა, „კამპ ნოუ“
„ბარსელონა“ (4-2-3-1): ტერ შტეგენი; დესტი, პიკე, დე იონგი, ალბა; ბუსკეტსი (ლენგლე 74), პიანიჩი (სერხი რობერტო 60); პედრი (ალენა 83), მესი, ანსუ ფატი (ტრინკაო 74); გრიზმანი (დემბელე 60)
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
„დინამო კიევი“ (4-3-3): ნშჩერეტი; კედზიორა, ზაბარნი, პოპოვი, შაბანოვი; ბუიალსკი (ლენდევი 86), შეპელევი, ანდრიევსკი; ციგანკოვი, სუპრიაჰა (ვერბიჩი 71), როდრიგესი (დე პენა 71)
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ
გოლები: 1:0 მესი (5, პენ), 2:0 პიკე (65), 2:1 ციგანკოვი (75)
გაფრთხილება: ბუიალსკი (70)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (14) – 8 (7) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 10:8 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)
„ფერენცვაროში“ – „იუვენტუსი“ 1:4 (0:1)
ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“
„ფერენცვაროში“ (4-3-3): დიბუში; ლოვრენშიში, ბლაჟიჩი, ბოტკა (ჰეისტერი 69), დვალი; სომალია, ხარატინი, სიგერი; ზუბკოვი (უზუნი 80), ისაელი (ბოლი 74), ნგუენი (მაკი 74)
მწვრთნელი: სერგეი რებროვი
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო (ფრაბოტა 76), ბონუჩი, კიელინი, დანილო; რემზი (მაკკენი 53), არტური (ბენტანკური 46), რაბიო; რონალდუ, მორატა (დიბალა 68), კიეზა (ბერნარდესკი 76)
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 მორატა (7), 0:2 მორატა (60), 0:3 დიბალა (73), 0:4 დვალი (81, ა.გ), 1:4 ბოლი (90)
გაფრთხილება: ბოტკა (19)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 13 (8) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)
H ჯგუფი
„ბაშაკშეჰირი“ – „მანჩესტერი“ 2:1 (2:1)
სტამბოლი, „ფათიჰ თერიმ სთედიუმი“
„ბაშაკშეჰირი“ (4-2-3-1): გიუნოკი; რაფაელი, შკრტელი, ეპურანუ, მბომბო; ალეკსიჩი, კაჰვეჯი (პონჩკი 90); ვისჩა, ოზჯანი (ტოპალი 87), ტურუჩი; ბა (გულბრადნდესნი 79)
მწვრთნელი: ოკან ბურუკი
„მანჩესტერი“ (4-2-3-1): ჰენდერსონი; ვან-ბისაკა (ფოსუ-მენსა 76), ტუანზებე (მაკტომინეი 46), მაგუაირი, შოუ; ვან დე ბეეკი (პოგბა 61), მატიჩი; მატა (კავანი 61), ბრუნო ფერნანდეში, რაშფორდი (გრინვუდი 76); მარსიალი
მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი
გოლები: 1:0 ბა (13), 2:0 ვისჩა(40), 2:1 მარსიალი (43)
გაფრთხილება: შკრტელი (89) - ტუანზებე (20)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 5 (2) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 1:5 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)
„ლაიფციგი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 2:1 (1:1)
ლაიფციგი, „რედ ბულ არენა“
„ლაიფციგი“ (3-4-2-1): გულაჩში; კონატე, უპამეკანო, ორბანი; მუკიელე (ჰენრიხსი 64), ზაბიცერი (კამპლი 90), ჰაიდარა (ადამსი 76), ანხელინო; ნკუნკუ, ფორსბერგი (კლუივერტი 76); დანი ოლმო (პოულსენი 64)
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; ფლორენცი (რაფინია 84), პერეირა, კიმპემბე, კურზავა (ბაკერი 73); გეიე, მარკინიოსი, ერერა; დი მარია, კინი, სარაბია (კერერი 73)
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლები: 0:1 დი მარია (6), 1:1 ნკუნკუ (42), 2:1 ფორსბერგი (57, პენ)
გაფრთხილება: უპამეკანო (15), კონატე (25) - კიმპემბე (19, 90), გეიე (37, 69), კურზავა (68)
გაძევება: გეიე (69), კიმპემბე (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 4 (2) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:7
მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)