ფეხბურთი

23:05 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ეჭვი არ მეპარება, რომ რამოსი "რეალში" დარჩება"

მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დარწმუნებულია, რომ გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და გუნდში კიდევ კლუბში კიდევ დიდი ხნით დარჩება. ესპანელს "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

"როგორც ყოელთვის, ის ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. ჩვენ გვინდა, რომ იგი აქ სამუდამოდ დარჩეს და მისი თამაში იმას მიგვანიშნებს, რომ თავადაც უნდა აქ დარჩენა. ეჭვი არ მეპარება, რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ისტორიის შექმნას გააგრძელებს." - ციტირებს Daily Mail-ი ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს.

რამოსმა "ინტერთან" მოგებულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში "რეალის" მაისურით კარიერაში მეასე გოლი გაიტანა. სერხიო "სამეფო კლუბმა" 2005 წელს "სევილიადან" დაიმატა და მას შემდეგ მადრიდული გრანდის მაისურით 659 მატჩი ჩაატარა.

0.110518