ფეხბურთი

21:26 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" 11 ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის მატჩი არ გადაიდება

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ამსტერდამის „აიაქსი“ დანიის ჩემპიონ „მიდტიულანდს“ სტუმრად შესუსტებული შემადგენლობით დაუპირისპირდება.

ნიდერლანდურ გუნდში 11 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულთა ვინაობა უცნობია. თუმცა, განაცხადში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი მათ აქვთ.

მათ შორის არიან დუშან ტადიჩი, ანდრე ონანა, დევი კლაასენი, მარტენ სტეკელენბურგი და რაიან გრავენბერხი. ნიდერლანდელები დანიაში 17 ფეხბურთელით გაემგზავრნენ, აქედან მეკარე მხოლოდ ერთია.

შეგახსენებთ, „მიდტიულანდისა“ და „აიაქსის“ მატჩი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120587