ფეხბურთი

11:43 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "ბარსელონას" კლუბის ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდში ვხელმძღვანელობდი"

ხოსეპ მარია ბართომეუმ „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მან განცხადებაც გააკეთა და განმარტა, თუ რატომ არ გადადგა ზაფხულში, მიუნხენის „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ. 57 წლის ესპანელი მენეჯერის განცხადებით, მან კლუბს ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში უხელმძღვანელა და იმედი გამოთქვა, რომ კლუბში ხელფასებთან წარმოქმნილი პრობლემები მალე მოგვარდება.

„ვაცხადებ ჩემი და საბჭოს დანარჩენი წევრების გადადგომის შესახე. „ბაიერნთან“ წაგების შემდეგ წასვლა მარტივი იქნებოდა. დამარცხების მეორე დღეს მიღებულ უნდა იქას ფუნდამენტური გადაწყვეტილებები კლუბის მომავლისა და მდგრადობის უზრუნელსაყოფად. ეს უნდა გაკეთებულიყო პანდემიის პერიოდში და ჩვენ არ შეგვეძლო კლუბის დატოვება შეზღუდული უფლებამოსილების მქონე მენეჯერის ხელში. ვინ მოიყვანდა ახალ მწვრთნელს, ვინ გააკეთებდა ტრანსფერებს, შეინარჩუნებდა მესის ან შეცვლიდა ხელფასებს? ჩვენ, როგორც ხელმძღვანელობას ეს უნდა გაგვეკეთებინა.

წესდების თანახმად პირველივე დღეს ახალი არჩევნები დავნიშნეთ. მარტში დაგეგმილ არჩევნებამდე გადადგომის მიზეზი არ გვქონდა, ზეწოლის მიუხედავად არ გვინდა წასვლა. ისეთ კლუბში, როგორიცაა „ბარსელონა“, ხელმძღვანელობის ცვლილებები ორგანიზებული უნდა იყოს. გამოთქმული მოსაზრება, რომ რაღაც გვაქვს დასამალი და რაღაცის გვეშინოდა, სრულიად არასწორია. ჩვენ „ბარსელონას“ მართვა მოგვიწია კლუბისა და ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. ჩემთვის პატივი იყო ამ კლუბში მუშაობა. იმედია, პერსონალის ხელფასების შეცვლის საკითხი მალე მოგვარდება და ყველა მხარე შეთანხმდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კლუბისთვის სერიოზული შედეგები დადგეს“, - აღნიშნა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, რომ ხოსეპ მარია ბართომეუ „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2014 წლის ზამთრიდან იყო. ამ პერიოდში კატალონურმა კლუბმა ოთხ-ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი (თბილისში) და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120953