სხვა

0:17 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯირო დ’იტალია ტაო გეოგეგენ ჰარტმა მოიგო

ჯირო დ’იტალიას 103-ე ველომარათონი „ინეოს გრენადერსის“ ბრიტანელი ტაო გეოგეგენ ჰარტის გამარჯვებით დასრულდა. 25 წლის ველომრბოლმა, ვინც ბოლო ეტაპის წინ, ავსტრალიელ ლიდერ ჯეი ჰინდლის 0.86 წამით ჩამორჩებოდა, დროზე რბოლაში მას 39 წამით აჯობა და ბევრი ველომრბოლისთვის სანუკვარ თასს დაეუფლა.

ამგვარად, „ინეოს გრენადერსმა“, რომელმაც ჯიროს დასაწყისშივე დაკარგა მთავარი ფავორიტი, ბრიტანელი გერეინ თომასი, ბოლო სამ სეზონში, იტალიური ველომარათონი მეორედ მოიგო. 2018 წელს გამარჯვება ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონმა, ბრიტანელმა კრის ფრუმმა მოიპოვა.

ჯიროს ბოლო ეტაპი - დროზე ინდვიდუალური რბოლა (15.7 კილომეტრი) ასევე „ინეოს გრენადერსის“ იტალიელმა ფილიპო განამ მოიგო. ეს წლევანდელ ჯიროზე მის მიერ მოგებული მეოთხე ეტაპია. ამათგან დროზე რბოლაში მსოფლიო ჩემპიონმა, ჯიროს სამივე დროზე რბოლა მოიგო! სულ კი მისი გუნდის მრბოლებმა, ველომარათონზე შვიდი ეტაპი მოიგეს.

გეოგეგენჰარტი ბოლო ეტაპზე მე-13 შედეგს დასჯერდა, რაც ტრიუმფისთვის სრულებით საკმარისი აღმოჩნდა. ის განას 58 წამით ჩამორჩა. საბოლოოდ, კვარცხლბეკის მომდვნ საფეხურები, ჰინდლიმ (სანვები) და მისმა ჰოლანდიელმა თანაგუნდელმა ვილკო კელდერმანმა დაიკავეს. მეოთხე ადგილს დასჯერდა პორტუგალიელი ჟოაო ალმეიდა, ვინც მალია როზათი (ლიდერის ვარდისფერი მაისური) 15 ეტაპი გაიარა.

გუნდებს შორისაც გამარჯვება „ინეოს გრენადერსს“ ერგო. ქულათა ჩათვლაში გამარჯვება ფრანგმა არნო დემარმა (გრუპამა-FDJ) მოიპოვა, რომელმაც ძალიან გამოცდილ (სამგზის მსოფლიო ჩემპიონ) სლოვაკ პეტერ შაგანს აჯობა.

საუკეთესო სამთო მრბოლის ჩათვლაში, გამარჯვება პორტუგალიელმა რუბენ გერეირომ (EF პრო საიკლინგი) მოიპოვა, საუკეთესო ახალგაზრდა მრბოლი კი გეოგეგენ ჰარტი გახდა.

პარალელურად მიმდინარე ვუელტა ესპანიაზე კი, მე-6 ეტაპის შემდეგ ლიდერი შეიცვალა. „ინეოს გრენადერსის“ ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა კლასიფიკაციაში პირველი ადგილიდან, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა) ჩამოაქვეითა. რბოლა კი ესპანელი იონ იზაგირეს (ასტანა) გამარჯვებით დასრულდა.

ჯერ იონის ძმამ, გორკა იზაგირემ (ასტანა) დაიწყო შეტევა, მაგრამ მას წვიმაში ძალა დიდხანს არ შერჩა. ფინიშამდე 3 კილომეტრით ადრე კი თავად იონ იზაგირემაც შეუტია და ამჯერად პელოტონმა დაწევა ვეღარ შეძლო. მან 25 წამით აჯობა მეორეზე გასულ კანადელ მაიკლ ვუდსს (EF პრო საიკლინგი).

0.110872