კალათბურთი

18:27 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 9 ქულამ "გრან კანარიას" ვერ უშველა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეშვიდე ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ შინ „მონბუსთან“ წააგო და ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველი პერიოდის მოგება შეძლო, მაგრამ შემდეგ უპირატესობას „მონბუსი“ დაეუფლა და თამაშიც მთლიანობაში ადვილად, 85:75 მოიგო.

ბურჯანაძემ პარკეტზე 27:28 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.

„გრან კანარიამ“ სეზონის პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ ზედიზედ 6 მარცხი განიცადა და ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში კი 30 ოქტომბერს, გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12077