ფეხბურთი

16:20 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კომანი საუკეთესო საუკეთესოდ აღიარეს

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი კინგსლი კომანი დასახელდა. უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ფრანგმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

კომანმა „იუვენტუსის“ თავდამსხმელ ალვარო მორატას, „ლაიფციგის“ მცველ ანხელინოსა და „შახტარის“ ნახევარმცველ ტეტეს აჯობა.

კინგსლი კომანმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა.

0.118607