ფეხბურთი

0:18 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიკე სეტიენს ბრაზილიურ კლუბში ეპატიჟებიან

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი შესაძლოა ბრაზილიაში წავიდეს და „პალმეირასის“ თავკაცად დაინიშნოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელი სპეციალისტის დანიშვნაზე სერიოზულად ფიქრობს.

სეტიენი „ბარსელონაში“ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მუშაობდა, მაგრამ წარუმატებელი შედეგების გამო, ზაფხულში გუნდის დატოვება მოუწია. „პალმეირასმა“ ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვანდერლეი ლუშემბურგო დაითხოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123219