საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას ოქტომბრის თვის რეიტინგში სამი პოზიცით დაწინაურდა. „ჯვაროსნებს“ 1287 ქულა აქვთ და 86-ე პოზიციაზე იმყოფებიან.
ერთა ლიგის ფინალში ჩვენი მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები კი 1356 ქულით 65-ე ადგილზეა, რომელიც 1 საფეხურით წინ გადავიდა.
2020-2021 წლების სეზონის ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები კვლავ ასეულს მიღმა არიან: სომხეთი 101-ეა, ხოლო ესტონეთი ერთი პოზიციით დაქვეითდა და 109-ე საფეხურზე განთავსდა.
რაც შეეხება ლიდერებს, საუკეთესო ათეულში პირველ პოზიციაზე კვლავ ბელგია იმყოფება, მეორე ადგილზე საფრანგეთია, რომელიც მესამეადგილოსან ბრაზილიას 32 ქულით უსწრებს.
საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
შგახსენებთ, რომ ოქტომბერში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა 3 შეხვედრა ჩაატარა. ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველომ ბელარუსის ნაკრები მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა და ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის უფლება მოიპოვა. ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში ჩრდილოეთ მაკედონიასა (1:1) და სომხეთს (2:2) შეხვდა და ორივე თამაში ფრედ დასრულდა.