ფეხბურთი

11:40 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: "სათქმელი ბევრი არაფერია"

კატალონიის „ბარსელონამ“ „ხეტაფესთან“ მარცხი განიცადა, რომელიც რონალდ კუმანისთვის „ბლაუგრანას“ თავკაცის პოსტზე პირველი იყო. ნამატჩევს ნიდერლანდელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა.

„მეორე ტაიმი საუკეთესო გზით ვერ დავიწყეთ, ბურთს ვკარგავდით, რაც შეეხება პენალტს, არ ვიცი, სამართლიანი იყო თუ არა მისი დანიშვნა. ძალიან ცოტა საგოლე მომენტი გვქონდა, ისიც პირველ ტაიმში, სათქმელი თითქმის არაფერი გვაქვს.

არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი, ყველას თავისი მოსაზრება აქვს წესის დარღვევაზე, ბარათებზე. არ მინდა ჩემი აზრის გამოხატვა, ეს რთული სამუშაოა. ვცდილობდით თამაშს, რიტმის დაჭერას, მაგრამ მეტოქემ არ მოგვცა საშუალება, რომ მთელი ძალით გვემოქმედა და ბევრი საგოლე მომენტი შეგვექმნა“, - თქვა კუმანმა.

„ბარსელონას“ მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე შინ „ფერენცვაროშთან“ ელოდება, დამდეგ უიქ-ენდზე კი მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112992