ფეხბურთი

22:29 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ოქროს ქულები და "დილას" ადვილი გამარჯვება

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა საქართველოს ეროვნულ ლიგაში დასრულდა და დღეს მე-13 ტურის სამი მატჩი გაიმართა. ტურმა სტარტი სამტრედიაში აიღო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „თელავს“ უმასპინძლა და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

„სამტრედია“ 13 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო „თელას“ 15 ქულა აქვს და მეშვიდეა. ქუთაისის „ტორპედომ“ აუტსაიდერ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კასრაძის კინკილა გოლით დაამარცხა. ქუთათურებმა ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით 16 ქულას მოუყარეს თავი და ერთი საფეხურით დაწინაურდნენ (მე-6 ადგილი).

გორის „დილამ“ კი შინ საჩხერის „ჩიხურა“ 6:1 გაანადგურა. გორელები არათუ ევროზონაში მოსახვედრად, არამედ ჩემპიონობისთვისაც იბრძვიან და ამდენად, იმერულ გუნდთან, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაშია, 3 ქულის მოპოვება მოსალოდნელიც იყო. გორელთა რიგებში უკრაინელმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა დუბლი გაიფორმა. „დილას“ 23 ქულა აქვს და „დინამო ბათუმთან“ ერთად ლიდერია, თუმცა თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. „ჩიხურა“ კი 6 ქულის ამარაა და მხოლოდ თბილისის „მერანს“ უსწრებს.

მე-13 ტურის ორი გამორჩეული მატჩი კვირას გაიმართება. „ლოკომოტივი“ „დინამო თბილისს“ დაუხვდება, ხოლო „საბურთალო“ – „დინამო ბათუმს“.

„სამტრედია“ – „თელავი“ 0:0 (0:0)

„ტორპედო“ – „მერანი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კასრაძე (90)

„დილა“ – „ჩიხურა“ 6:1 (2:0)

გოლები: 1:0 გაგნიძე (7), 2:0 კოვტალიუკი (33), 3:0 კოვტალიუკი (60), 4:0 მადინგა (66), 4:1 კიკაბიძე (73), 5:1 ჭანტურია (79), 6:1 სპანდერაშვილი (81, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111521