ფეხბურთი

22:56 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმინული გუნდიდან იტალიელი მწვრთნელი მეშვიდედ დაითხოვეს

იტალიელი მწვრთნელი ნიკოლო ნაპოლი რუმინული „კრაიოვადან“ მეშვიდედ დაითხოვეს. მიზეზი რა თქმა უნდა, წარუმატებელი შედეგებია.

ნაპოლი „კრაიოვას“ მთავარ მწვრთნელად პირველად 2003 წელს დაიწყო და მაშინ დაიწყო მისი დაუსრულებელი ისტორია რუმინულ კლუბთან. ამ 17 წელიწადში გუნდში 6-ჯერ დაბრუნდა და დღეს მეშვიდედ მიუთითეს კარისკენ.

ცნობისთვის, ეს ის „კრაიოვა“ არ გახლვათ, ცოტა ხნის წინ ევროპალიგაზე თბილისის „ლოკომოტივმა“ რომ მოუგო. რაცშეეხება ნიკოლო ნაპოლის, 1987-1991 წლებში ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი იყოდა უეფას თასის მოგება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114192