ფეხბურთი

21:58 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მზადაა დემბელეს ფასი შეამციროს

"ბარსელონა" მზადაა ფრანგი ფეხბურთელი უსმან დემბელეს სატრანსფერო ფასი 45 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე დაწიოს. აღნიშნული ინფორმაცია SportsMole-მა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, დემბელეს და კლუბს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება არ შედგა.

ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და კლუბი მზადაა მასზე გაწეული ხარჯები შეამციროს და დემბელე დაბალ ფასად გაიყიდოს. "ბარსელონა" მზადაა კლუბებთან მოლაპარაკება აწარმოოს და ფეხბურთელი იანვარში გაუშვას.

დემბელე ესპანელებმა 2017 წელს "დორტმუნდიდან" 130 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს, თუმცა ფრანგმა მოლოდინები ვერ გაამართლა. ბოლო სამ სეზონში უსმანმა 75 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 20 წუთით ითამაშა.

0.110615