ფეხბურთი

20:29 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემი" "ბრენტფორდის" ლიდერს დაიმატებს

ალჟირის ეროვნული ნაკრების და "ბრენტფორდის" შემტევი სედ ბენრაჰმა "ვესტ ჰემში" გადასვლასთან ახლოსაა. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ფეხბურთელი ლონდონურ კლუბთან პირად დეტალებს ათანხმებს და უახლოეს მომავალში ხელშეკრულებაც გაფორმდება.

ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის შემტევი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხოლო "ბრენტფორდი" ტრანსფერის სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

სედი "ნიცას" აკადემიის აღზრდილია და ინგლისელებმა აფრიკელი 2018 წელს 1.7 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. გასულ სეზონში "ბრენტფორდი" პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძოდა და პლეი ოფის ფინალში "ფულჰემთან" დამარცხდა. გასულ სეზონში სედმა 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111641