უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის მეოთხე ტურში სან მარინოს ნაკრებმა ლიხტანშტაინთან ფრედ 0:0 ითამაშა. ეს შედეგი იმ მხრივაა გამოსარჩევი, რომ სან მარინომ ბოლო 6 წელიწადში პირველად არ წააგო. გარდა ამისა, სან მარინოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა საგარეო შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა.
სან მარინოელებს ბოლოს შეხვედრაში ქულა 2014 წლის 15 ნოემბერს ჰქონდათ მოპოვებული, როდესაც ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე ესტონეთთან ასევე 0:0 ითამაშეს.
ხსენებულ 6-წლიან პერიოდში სან მარინოს ნაკრებმა 40 თამაში ჩაატარა, 173 გოლი გაუშვა და მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა. 14 ნოემბერს, უეფას რეიტინგში ყველაზე დაბლა მყოფი ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.