ფეხბურთი

12:35 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიპი: "ჩემპიონთა ლიგის 2003 წლის ფინალს ნედვედთან ერთად ნამდვილად არ წავაგებდით"

ლეგენდარულმა იტალიელი მწვრთნელი მარჩელო ლიპი დარწმუნებულია, რომ 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსი“ არ დამარცხდებოდა, მოედანზე პაველ ნედვედი რომ ყოფილიყო.

„როდესაც „იუვენტუსში“ მივედი (1994 წელს - რედ) ძალიან მოტივირებული ფეხბურთელები დამხვდნენ. გუნდს 10 წელი არჰქონდა სკუდეტო მოგებული, პრესეზონის დროს ძალიან ბევრი რამ იყო გამოსასწორებელი. ეს საოცრად შეკრული „იუვენტუსი“ იყო, ყველა უტევდა და თავსაც ყველა იცავდა, მათ შორის დელ პიეროც დაცვას ეხმარებოდა, ყველა ბევრს დარბოდა. მეორედ დაბრუნებისას (2001 წელს - რედ) ისევ შევძელით სკუდეტოს მოგება, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისე გავედით, რომ ესპანური ფეხბურთი დავიპყარით, ერთმანეთის მიყოლებით გავაგდეთ „დეპორტივო“, „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“, 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს პაველ ნედვედთან ერთად „მილანთან“ ნამდვილად არ წავაგებდით. ყველაზე დიდი ფეხბურთელი ვინ მყოლია? ზიდანი“, - თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ, 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი პაველ ნედვედმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ხოლო „იუვენტუსი“ ფინალში „მილანთან“ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დამარცხდა (0:0, პენ: 2:3). სწორედ იმ წელს ნედვედი საოცარფორმაში იყო და „ოქროს ბურთიც“ მოიგო.

მარჩელო ლიპის „იუვენტუსში“ 1994-1999, 2001-2004 წლებში იმუშავა, ხუთჯერ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, საონინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი წააგო (1997, 1998, 2003).

0.111943