ფეხბურთი

2:17 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი: "სომხეთს ვაჯობეთ, მაგრამ ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა სომხეთთან მატჩის შემდეგ (2:2) კომენტარი გააკეთა. თორნიკე ამ შეხვედრაში ცვლილებაზე ჩაერთო და გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ მას ეროვნული ნაკრების ბოლო სამ თამაშში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.

"მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმში ვაჯობეთ, უკეთესად ვითამაშეთ, კარგი სტატისტიკაც გვქონდა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა უკვე შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და ავიღოთ სამი ქულა", - თქვა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები 5-5 ქულით ლიდერობენ, სომხეთს 4 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 1. 14 ოქტომბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება და გარდა იმისა, რომ უშუალოდ ამ ჯგუფში უპრინციპულესი მატჩია, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალისთვის გენერალური რეპეტიციაა.

0.151471