„პარი სენ ჟერმენმა“ კატალონიის „ბარსელონადან“ რაფინია ალკანტარა დაიმატა. ფრანგულმა გუნდმა ბრაზილიელ ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და 12-ნომრიანი მაისური გადასცა.
რაფინია „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 90 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
27 წლის ნახევარმცველი „ბარსელონას“ სხვადასხვა დროს ვიგოს „სელტასა“ და მილანის „ინტერში“ ჰყავდა განათხოვრებული.