ფეხბურთი

15:14 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ იანს პიტერ ჰიუგეს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

იტალიურმა "მილანმა" ნორვეგიული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი იენს პეტერ ჰაუგე გაიფორმა. "როსონერის" ვებგევრდის ცნობით ახალგაზრდა შემტევმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 15-ნომრიანი მაისური მოირგო. გარიგების ფინანსური დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.

ჰაუგემ 1 კვირის წინ "მილანის" წინააღმდეგ ევროპა ლიგაზე ითამაშა და ულამაზესი გოლიც გაიტანა. 20 წლის ნორვეგიელი "ბოდო გლიმტის" აღზრდილია, სადაც 128 მატჩში 35 გოლი გაიტანა. ჰაუგეს მცირე ხნით "ალესუნდშიც" უთამაშია.

0.111193