ფეხბურთი

10:23 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტომას მიულერი ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი გახდა

გერმანიის სუპერთასზე „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ 3:2 მოუგო. ამისდაკვალად, მიუნხენელთა შემტევი, ტომას მიულერი, ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში.

მიულერმა 27-ე ტიტული მოიგო კარიერაში და ერთით გაუსწრო ყოფილ თანაკლუბელს, ბასტიან შვაინშტაიგერს.

მიულერი „ბაიერნის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. 31 წლის ფორვარდი ცხრაჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ექვს-ექვსჯერ დაეუფლა გერმანის თასსა და სუპერთასს. ორ-ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. ერთხელაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

გარდა ამისა, მან გერმანიის ნაკრებთან ერთად 2014 წელს მუნდიალი მოიგო.

0.125431