ჩოგბურთი

0:21 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა როლან გაროსის კამპანია იოლი მოგებით დაიწყო

ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდი სლემის მე-18 ტიტულის მოპოვება ნიუ იორკში არ დააცადეს და ამის გაკეთებას პარიზში, საფრანგეთის ღია პირველობაზე ეცდება, რომელიც 2016 წელს აქვს მოგებული. პირველ წრეში მან შვედი მიკაელ იმერი 6-0 6-2 6-3 დაამარცხა.

პირველ ნომრად განთესილ სერბს, პირველი სეტის მოსაგებად, სულ რაღაც, 20 წუთი დასჭირდა. მეორე სეტის დასაწყისში, მან გეიმი საკუთარ მოწოდებაზე წააგო. ბრეიკ პოინტზე მან დროპ შოტი უხეიროდ შეასრულა. თუმცა ამას 33 წლის ჩოგბურთელი მშვიდად შეხვდა. უფრო მეტიც, მეექვსე გეიმში თავისი ახალგაზრდა მეტოქე ტაშითაც დააჯილდოვა, როცა მან ფეხებს შორის ეფექტური დარტყმით მოიგერია ბურთი.

მაგრამ ეს იყო რეიტინგში მე-80 ადგილზე მყოფი იმერის იშვიათი გაბრწყინება, რაც ჯოკოვიჩმა ზუსტი დარტყმებით დაჩრდილა და მეორე სეტიც საკმაოდ იოლად მოიგო. მესამეში სერბმა ორმაგი შეცდომით, მეტოქეს, რომელიც მსოფლიოს პირველ ჩოგანთან პირველად თამაშობდა, კიდევ ერთი ბრეიკის საშუალება მისცა.

მაგრამ იმერის მხრიდან ამ მცირე წარმატებას განვითარება არ მოჰყოლია. ჯოკოვიჩმა ბოლო სამი გეიმი იოლად მოიგო და მეორე წრის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი იქნება.

0.111901