ფეხბურთი

22:09 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლორენცო ინსინიე ერთი თვე ვერ ითამაშებს

იტალიური „ნაპოლი“ ლორენცი ინსინიეს ერთი თვე მოისაკლისებს. როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, იტალიელი შემტევის ტრავმა სერიოზულია და მოედანზე ოქტომბრის ბოლომდე ვერ გავა.

ინსინიე „ნაპოლის“ უახლოეს ტურში „იუვენტუსთან“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დაკლდება და ვერც იტალიის ნაკრებს დაეხმარება უეფას ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებში.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს მეორე ტურში „ჯენოა“ 6:0 დაამარცხა და ინსინიემ ტრავმა ამ დაპირისპირებაში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115241