ჩოგბურთი

23:56 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვენუს უილიამსმა წააგო და სეზონის ბოლომდე დაგვემშვიდბა

საფრანგეთის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა ვენუს უილიამსი. რის შემდეგაც გამოაცხადა, რომ ამ სეზნში ეს მისი ბოლო თამაში იყო. ამერიკელი ჩოგბურთელი 6-4 6-4, სლოვაკმა ანა კაროლინა შმიედლოვამ დაამარცხა.

40 წლის ვენუსისთვის, ეს დიდი სლემის 87-ე ტურნირი იყო. თავდაუზოგავად იბრძოლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სხვათა შორის, ეს ზედიზედ მესამე როლან გაროსია, რომელსაც ვენუსი პირველ წრეშივე გამოეთიშა. დიდი სლემის ტურნირების შვიდი ტიტულის მფლობელი ვენუსი, ახლახანს იტალიის ღია პირველობაზეც პირველ წრეში დამარცხდა.

„აქედან სახლში მივდივარ. საკმარისია. თუ რამე ტურნირებია დარჩენილი, იქ გამოსვლას აღარ ვაპირებ“, - წაგების შემდეგ განაცხადა ვენუსმა, რომელიც რეიტინგში 76-ე ადგილამდე არის დაქვეითებული. ასე დაბლა ის 2012 წლის შემდეგ არ დაშვებულა და ბუნებრივია, იბადება კითხვა, აპირებს თუ არა კარიერის გაგრძელებას.

თუმცა ამ კითხვაზე პასუხს, შმიედლოვასთან შეხვედრაში, ამერიკელის თავგამოდბეა იძლევა. სველ თიხნრზე მას 2 საათის განმავლობაში, თავი არ დაუზოგავს. მეორე სეტში, 4-1-ს რომ აგებდა, თამაშის შემობრუნება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. მოგვიანებით, ორი მატჩ პოინტიც მოიგერია. მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

„მაშინაც კი, როცა ძალიან კარგ დარტყმებს ვასრულებდი, მას ყოველთვის საოცარი პასუხები ჰქონდა. თითქოს არსაიდან ახერხებდა ბურთის დაბრუნებას. მისი თამაში უმაღლეს შეფასებას იმსახურებს“, - განაცხადა ვენუსმა, ვინც პარიზული სუპერ ტურნირის ფინალში შორეულ 2002 წელს ითამაშა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მომავალ სეზონში თამაშს, მისი პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო - რა თქმა უნდა. ამასთან დაამატა, რომ კორონავირუსის გამო, ეს სეზონი ერთ-ერთი ურთულესი იყო. „ახლა კი დასვენებას ვაპირებ“, - დაამატა ვენუსმა.

შმიედლოვას ამ შეხვედრამდე, დიდი სლემის ზედიზედ 12 ტურნირი დაუტოვებია პირველივე წრეში. მან იმედი გამოთქვა, რომ ვენუსი მომავალ წელსაც ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115411