ფეხბურთი

16:29 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი რუსი ფეხბურთელი: "რუსეთის ჩემპიონატის საშუალო დონე საქართველოზე მაღალი არაა"

ვეტერანი რუსი ფეხბურთელი ალექსანდრ ბუბნოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ჩემპიონატის საშუალო დონე ისრაელისა და საქართველოს ჩემპიონატის დონეებს არ აღემატება. ამის შესახებ მან მას შემდეგ გაანცხადა, რაც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „როსტოვი“ ჰაიფას „მაკაბისთან“ დამარცხდა (1:2) და ტურნირს გამოეთიშა.

„რუსულმა კლუბებმა ევროსეზონი ცუდად დაიწყეს და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ჩემპიონატის საშუალო დონე არ არის თუნდაც ისრაელის ან საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი, თუ გავიხსენებთ მოსკოვის „დინამოს“ მარცხსაც“, - თქვა ბუბნოვმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთი რუსული გუნდი, მოსკოვის „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივმა“ დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09988