ჩოგბურთი

2:21 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ღიას პირველ წრეში ვავრინკა და მარი შეხვდებიან

საფრანგეთის ღია პირველობის პირველ წრეში, ერთმანეთს დიდი სლემის ტიტულების მფლობელები, ბრიტანელი ენდი მარი და სტანისლას ვავრინკა დაუპირისპირდებიან.

პირველივე წრეში რთული გამოცდა ელის აშშ-ის ღიას ახალ ჩემპიონს ავსტრიიდან, დომინიკ თიმს, რომლის მეტოქეც, დიდი სლემის ტიტულის კიდევ ერთი მფლობელი, ხორვატი მარინ ჩილიჩია, ვისაც აშშ-ის ღია 2014 წელს აქვს მოგებული.

სხვადასხვა ბადეში მოხვდნენ მთავარი ფავორიტები, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. მათ ფინალამდე ერთმანეთის პირისპირ დადგომა არ მოუწევთ. ესპანელი დიდი სლემის მე-20 (რითაც როჯერ ფედერერის რეკორდს გაიმეორებს) და საფრანგეთის ღიას მე-13 ტიტულისთვის იბრძოლებს. ჯოკოვიჩის მიზანი კი დდ სლემის მე-18 ტიტულია.

მარი და ვავრინკა როლან გაროსის ნახევარფინალში ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 2016 წელს ბრიტანელმა მოიგო, მომდევნო სეზონში კი შვეიცარიელმა რევანში აიღო. თეძოზე გაკეთებული ოპერაციის (რომელმაც მისი კარიერა იხსნა) ოპერაციის შემდგომ, მარი 2019 წლის ოქტომბერში, ევროპის ღია პირველობაზე, ფინალში შეხვდა ვავრინკას და დაამარცხა.

ნადალის პირველი მეტოქე ბელარუსი ეგორ გერასიმოვია, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ჯოკივიჩი კი პირველ წრეში შვედ მიკაელ იმერს შეხვდება. ნიკოლოზ ბასილაშვილს, ვისაც ამჟამად რეიტინგში 33-ე საფეხური უკავია, პირველ წრეში მეტოქედ ბრაზილიელი ტიაგუ მონტეირუ (რეიტინგში 89-ეა) ეყოლება.

0.11769