სხვა

10:51 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთის დედაქალაქში პეკინი-2022-მდე დარჩენილი 500 დღე საზეიმოდ აღინიშნა

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 500 დღით ადრე სიმბოლური თარიღი საზეიმო ღონისძებებით აღნიშნა.

ცერემონიის კულმინაცია გახდა ყველაზე ცნობილი ღისშესანიშნაობის - ჩინეთის დიდი კედლის სტუმრობა და მუსიკალური ნომრების შესრულება, გამოფენის მოწყობა.

უფრო ადრე პეკინის საერთაშორისო აეროპორტში პეკინი-2022-ის ფერებში გაწყობილი ავიალაინერი წარმოადგინეს, პირველი რეისი კი პეკინიდან ჩენდუმდე შეასრულეს, სადაც 2021 წელს უნივერსიადას უმასპინძლებენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა პეკინი-2022-ის ისტორიულ მნიშvნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც ზაფხული თამაშების შემდეგ, ზამთრის თამაშებს უმასპინძლებს:

„სრულიად ოლიმპიური მოძრაობისთვის ეს არის რაღაც განსაკუთრებული.

ჩვენ ვნახეთ თამაშებისადმი ჩინელი ხალხის დამოკიდებულება, რომლებიც ზამთრის სპორტს უმოკლეს ვადებში ეცნობიან და ამ მხრივ მართლაც მზარდ ერად ყალიბდება.

ეს არის მნიშვნელოვანი განვითარების საფეხური, რომელიც კულმინაციას ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწევს. თამაშებზე, რომლის სამზადისიც ტექნიკურ დონეზე ძალიან, ძალიან კარგად მიმდინარეობს.

საორგანიზაციო კომიტეტიდან ჩვენმა ჩინელმა პარტნიორებმა კრიზისის მიუხედავად ყველა საკვანძო საფეხური გაიარეს.

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩასატარებლად და ოლიმპიური ისტორიის დასაწერად ყველაფერი მზად არის."

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12386