ფეხბურთი

1:16 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლოს უშეცდომო დებიუტი და ლაღი "იუვენტუსი"

იტალიის სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონი ჯერ კიდევ შაბათს დაიწყო, კვირას კი საქმეში ჩემპიონი „იუვენტუსი“ ჩაერთო და ანდრეა პირლოს ოფიციალური დებიუტიც შედგა.

არავინ იცის, რა იქნება მომავალში, მაგრამ ვიცით ის, რომ პირლოს სამწვრთნელო კარიერა ფანტასტიკურად დაიწყო. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთი ლაღი, მოტივირებული, მიზანზე ორიენტირებული „იუვე“ გასულ სეზონში არ გვინახავს. ცხადია, საზომად გენუის „სამპდორია“ და მითუფრო სეზონის სტარტი ვერ ივარგებს, მაგრამ მოდით ისც ვთქვათ, რომ პირლოს სულ სამი კვირა ჰქონდა სამუშაოდ და რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელიც აკლდა, მათ შორის, პაულო დიბალა და გუნდს არ ჰყავს ცენტრფორვარდი. ამის გარეშეც ტურინელებმა „სამპდორიასთან“ დახაზეს, იდეალურად.

„იუვენტმ“ 653 პასი გააკეთა, რომელთაგანაც 90% ზუსტი იყო, ბურთის ფლობის 62% ჰქონდა და ესეც მიუთითებს ახალ „იუვეზე“ – „მინდა ბურთი წამებში დავიბრუნოთ“ - ამბობდა პირლო ამ დღეებში და ვინც თამაშს უყურა, შენიშნავდა, რომ ტურინელები ბურთს მართლაც სწრაფად იბრუნებდნენ, ყოველშემთხვევაში, ამის მცდელობა მუდმივად ჰქონდათ.

ანგარიში მალევე გაიხსნა. 20 წლის დეიან კულუსევსკის ბურთთან სულ რაღაც მე-6 შეხება და კარში პირველი დარტყმა დასჭირდა შავ-თეთრ მაისურით, რომ სადებიუტო გოლი გაეტანა. შვედი ჩინებული ფეხბურთელი რომ არის, ეს შარშან „პარმაშიც“ დაამტკიცა, მაგრამ ერთია „პარმა“, მეორე - „იუვეში“ დებიუტი. როგორც ჩანს, სკანდინავიელი საერთოდ არ ღელავდა. „ბებერ ქალბატონს“ გოლის გატანა კიდევ არაერთხელ შეეძლო, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუმ ანტრაქტამდე ოთხი მაგარი შანსი გაანიავა.

სამაგიეროდ, წინ იყო მეორე ნახევარი და „იუვემ“ გოლები კიდევ გაიტანა. ლეონარდო ბონუჩი ერთადერთი მცველია, რომელმაც სერია A-ს ბოლო 8 სეზონში გოლის გატანა მოახერხა. ლეომ კუთხურის შემდეგ ახლო მანძილიდან იხეირა. მატჩის მიწურულს რონალდუმაც თქვა თავისი სიტყვა და საამსეზონო ანგარიში გახსნა. პორტუგალიელმა ზედიზედ მე-19 სეზონში შეძო თავის გამოჩენა.

„იუვენტუსმა“ „სამპდორიას“ 3:0 მოუგო. ფაქტია დასაწყისი ბრწყინვალეა და მოსალოდნელია, რომ პირლო თავის იდეებს დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო დახვეწავს.

„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 3:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (3-5-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი (დემირალი 82); კუადრადო (ბენტანკური 78), რაბიო, მაკკენი, რემზი, ფრაბოტა (დე შილიო 67); კულუსევსკი (დუგლას კოშტა 82), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„სამპდორია“ (4-5-1): აუდერო; ბერეშინსკი, კოლი, ტონელი (იოშიდა 46), აგუდელო; დეპაოლი (რამირესი 46), ტორსბი (დამსგაარდი 70), ეკდალი, ლერისი (კუალიარელა 46), იანკტო; ბონაცოლი (ვერე 70)

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 კულუსევსკი (13), 2:0 ბონუჩი (78), 3:0 რონალდუ (88)

გაფრთხილება: ფრაბოტა (54) - ტონელი (4)

სტატიტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 14 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მარკო პიჩინინი

„პარმა“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 მერტენსი (63), 0:2 ინსინიე (77)

„ჯენოა“ – „კროტონე“ 4:1 (3:1)

გოლები: 1:0 დესტრო (6), 2:0 პანდევი (9), 2:1 რივიერი (28), 3:1 ძაპაკოსტა (34), 4:1 პიაცა (75)

„სასუოლო“ – „კალიარი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 სიმეონე (77), 1:1 ბურაბია (87)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.194076