სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:56 | 20.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი „ევერტონი“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„ევერტონი“ აღარ ხუმრობს. ჩანს, კარლო ანჩელოტის მართლაც სერიოზული გეგმები აქვს. პირველ ტურში მათ „ტოტენჰემი“ დაამარცხეს სტუმრად (0:1), ამჯერად კი შინ „ვესტ ბრომვიჩი“ გაანადგურეს - 5:2.

პირველი ევერტონული გოლი მიივალა ახალწვეულმა ხამეს როდრიგესმა. ის ისეთივე კარგია, როგორიც „რეალსა“ და „ბაიერნში“ მახსოვსო - თქვა შემდეგ ანჩელოტიმ.

ჰეთ თრიქი გაიფორმა 23 წლის დომინიკ კლავერტ-ლიუინმა და ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა „ევერტონის“ ისტორიაში, ვისაც ერთ მატჩში სამი გოლი გაუტანია.

სტუმართაგან კი კირან გიბსი და მთავარი მწვრთნელი, სლავენ ბილიჩი გააძევეს.

ორი ტურის შემდეგ, „ევერტონს,“ „არსენალთან“ და „კრისტალ პალასთან“ ერთად, მაქსიმალური - 6 ქულა მოუგროვდა, თუმცა ბურთბის უკეთესი ბალანსის წყალობით, გალიდერდა.

პრემიერლიგის დებიუტანტი „ლიდსი“ ისევ აგრძელებს ქომაგების გაკვირვებას. პირველ ტურში „ლივერპულს“ „ენფილდზე“ დიდი ომი გაუმართა და 3:4 დამარცხდა. ამჯერად კი იმავე ანგარიშით „ფულემს“ მოუგო - 4:3.

ლიდსელებმა დაცვაში ისევ შეცდომები დაუშვეს და კინაღამ მონაგარი წყალს გაატანეს. განრისხებული მარსელო ბიელსას სახეც რამდენჯერნმე გამოჩნდა კადრში.

არგენტინელი სპეციალისტი თამაშის წინ ამბობდა, რომ იმას, რასაც წარმატება მოაქვს, არ შეცვლიდა. ანუ, ისევ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთო. ასეც მოხდა და მაყურებელმა კიდევ ერთი ამოდ საცქერი სპექტაკლი იხილა, მაგრამ დაცვა...

შეხვედრაში ორი დუბლიც დაფიქსირდა - მასპინძელთაგან პორტუგალიელი ელდერ კოშტა გამოირჩა, სტუმართაგან - სერბი ალეკსანდრ მიტროვიჩი.

ულე გუნარ სულშერი ასეთ დასაწყისზე ნამდვილად არ ფიქრობდა, მაგრამ ფაქტია - „იუნაიტედმა“ პრემიერლიგა მარცხით დაიწყო. თითქოს მზად არ იყვნენო. თავხედი „კრისტალ პალასი“ კი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. „არწივები“ უფრო სწრაფები, თანმიმდევრულები იყვნენ.

ანგარიში სტუმარმა ანდროს თაუნსენდმა მე-7 წუთზე გახსნა. 72-ზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. ანდრე აიუს დარტყმული ბურთი დავიდ დე ხეამ მოიგერია, თუმცა არბიტრმა მეკარის მხრიდან წესის დარღვევა დააფიქსირა და სტუმრებს თერთმეტმეტრიანი თავიდან შეასრულებინა. უილფრიდ ზაჰა ზუსტი იყო.

მე-80 წუთზე მასპინძელება ერთი ბურთი გაქვითეს. გოლი დებიუტანტმა დონი ვან დე ბეკმა გაიტანა. თუმცა, მალევე ზაჰამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც - 1:3 დააფიქსირა.

„არსენალს“ „ვესტ ჰემთან“ გაუჭირდა. არადა, „ჩაქუჩებს“ განსაკუთრებული არაფერი უჩვენებიათ. ეგ არის, მათ შეტევებში მეტი დინამიკა იგრძნობოდა. უფრო ხშირად სტუმრობდნენ მასპინძელთა კართან, მაგრამ ფეხბურთში მთავარი არა მხოლოდ მომენტების შექმნა, არამედ მათი რეალიზაციაა. ამაში კი „მეთოფეებმა“ მეტად იყოჩაღეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. 2 ტური. 19 სექტემბერი

მანჩესტერი - კრისტალ პალასი 1:3

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“

0:1 თაუნსენდი (7), 0:2 ზაჰა (74 პენ), 1:2 ვან დე ბეეკი (81), 1:3 ზაჰა (85)

72-ე წუთზე აიუმ ვერ გაიტანა პენალტი

მანჩესტერი: დე ხეა, ფოსუ-მენსა (იგალო 83), ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, მაკტომინეი, პოგბა (ვან დე ბეეკი 67), ჯეიმსი (გრინვუდი 46), ფერნანდეში, რაშფორდი, მარსიალი

მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი

კრისტალ პალასი: გუაიტა, უორდი, კუაიატე, სახო, მიტჩელი, მაკარტური, მაკარტი (მილივოევიჩი 88), შლუპი (ეზე 75), თაუნსენდი, ზაჰა, აიუ (ბატშუაი 81)

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: ფოსუ-მენსა (58), მაგუაირი (64); უორდი (55)

არსენალი - ვესტ ჰემი 2:1

ლონდონი. „ემირეითსი.“

1:0 ლაკაზეტი (25), 1:1 ანტონიო (45), 2:1 ნკეტია (86)

არსენალი: ლენო, ბელერინი, გაბრიელი, ჰოლდინგი, ტირნი, ჯაკა, სებალიოსი, საკა (ლუისი 89), ვილიანი (პეპე 64), ობამეიანგი, ლაკაზეტი (ნკეტია 77)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ფრედერიკსი, დიოპი, ოგბონა, კრესუელი, მასუაკუ (ანდერსონი 89), რაისი, სოუჩეკი, ფორნალსი (ალე 89), ბოუენი, ანტონიო

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ფრედერიკსი (40)

ევერტონი - ვესტ ბრომვიჩი 5:2

0:1 დიანგანა (10), 1:1 კალვერტ-ლიუინი (31), 2:1 ხამეს როდრიგესი (45), 2:2 პერეირა (47), 3:2 კინი (54), 4:2, 5:2 კალვერტ-ლიუინი (62, 66)

გაძევება: გიბსი (45+1 ვესტ ბრომვიჩი)

ლიდსი - ფულემი 4:3

1:0 კოშტა (5), 1:1 მიტროვიჩი (34 პენ), 2:1 კლიხი (41 პენ), 3:1 ბემფორდი (3:1), 4:1 კოშტა (57), 4:2 დე კორდოვა რიცი (62), 4:3 მიტროვიჩი (67)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.120187
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X