სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:53 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი ტიაგო ალკანტარას ტრანსფერით ბედნიერია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

"ლივერპულმა" მიუნხენის "ბაიერნიდან" ტიაგო ალკანტარა 20 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა და ფეხბურთელს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. გერმანელებმა შესაძლოა ბონუსების სახით 5 მილიონიც მიიღონ. აღნიშნული ტრანსფერით "მერსისაიდელთა" თავკაცი იურგენ კლოპი კმაყოფილია. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ტრანსფერზე გარკვეული პერიოდი მუშაობდნენ და საბოლოოდ გარიგებით ბედნიერია.

"ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ ტრანსფერი განხორციელდა. ეს გარიგება განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან ხალხი ბევრს გვეკითხებოდა ჩვენ სატრანსფერო ამბებზე. ტრანსფერისთვის ვემზადებოდით, სხვადასხვა საკითხებზე ვმუშაობდით, ვფიქრობდით ტიაგოსნაირ ფეხბურთელზე. შემდეგ დავეკონტაქტეთ და მივხვდით, რომ მას მოსწონდა ჩვენი პროექტი და ეს სასიამოვნო აღმოჩნდა. ბევრი რამ შევიტყვე მასზე, როგორც ფეხბურთელს აქამდე ვიცნობდი, ხოლო პიროვნულად ახლა გავიცანი. ბედნიერი ვარ, რომ ტიაგო დაგვემატა."

ტიაგო ალკანტარას მიუნხენის "ბაიერნში" წარმატებული წლები ჰქონდა და როგორც კლოპი აღნიშნავს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ესპანელი სხვა კლუბებისთვის მიუწვდომელი იყო, რადგან "ბაიერნისთვის" მნიშვნელოვანი საქმეს ასრულებდა. ალკანტარას ტრანსფერზე გერმანელს უფიქრია, თუმცა იცოდა, რომ ეს ვერ განხორციელდებოდა.

"ტიაგოსნაირი ფეხბურთელი, რომელიც მყარად იყო დამკიდრებული "ბაიერნში", საკმაოდ მიუწვდომელი იყო ყველასთვის. თუ ფეხბურთელს კატეგორიულად არ უნდა სხვაგან გადასვლა, მაშინ გადაბირების შანსი არ გაქვს. "ბაიერნს" თავის საკვანძო ფეხბურთელებთან გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ტიაგოც მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ამ კლუბისთვის. ვიცი, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება უნდოდა, ეს ნორმალური იყო და გასაგებიც, რადგან გასულ სეზონშიც კარგად ითამაშა. იგი ახლა მზადაა ახალი გამოწვევისთვის და გადაწყვიტა ჩვენთან გადმოსვლა. მან იცის პრემიერლიგის შესახებს და ასევე ჩვენ შესახებ და მაინც შემოგვიერთდა. ვფიქრობდი თუ არა მის ტრანსფერზე ადრე? ბევრი მიფიქრია მის გადმობირებაზე, მაგრამ არასდროს მიფიქრია როგორც პოტენციურ ტრანსფერზე, გულწრფელად რომ გითხრათ."

გერმანელმა სპეციალისტმა ტიაგოს "ბაიერნში" გატარებული პერიოდი შეაფასა და აღნიშნა, რომ ესპანელი ბევრ სამუშაოს ასრულებდა გერმანულ გრანდში. კლოპს გაანალიზებული აქვს, რომ შესაძლოა ალკანტარა პირველივე თამაშში ვერ მოერგოს გუნდს, თუმცა ადაპტაციისთვის მას დრო ექნება.

"ბურთთან კარგად მუშაობს და მისი ხედვა მოედანზე შესანიშნავია. კარგი გადაცემა აქვს და სწრაფია. ტიაგოს გასული სეზონების მონაცემები შესანიშნავია, შეტევის ჩაშლაზეც კარგად მუშაობს და ბევრ პასებს აკეთებს. მაგრამ ჩვენ "ბაიერნის" მსგავსად არ ვთამაშობთ და დრო გვჭირდება, რომ ალღო აუღოს ჩვენ სტილს. არ ველოდებით, რომ პირველივე თამაშში განსაკუთრებული რამე მოხდება. ესაა გრძელვადიანი პროექტი, ძლიერი გუნდი გვყავს და ტიაგოს დრო უნდა მივცეთ. რა თქმა უნდა, მოედანზე მისი გამოყენება გვსურს და მუშაობას დღეიდან ვიწყებთ."

ტიაგო "ბაიერნში" "ბარსელონადან" 2013 წელს გადავიდა. მიუნხენური კლუბის მაისურით ჩატარებულ 235 შეხვედრაში ესპანელმა 31 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტიაგომ ჩემპიონთა ლიგა გასულ სეზონში მოიგო, ხოლო გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ შვიდჯერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110245
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X