სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:55 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული გამარჯვება: "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა!!!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თბილისის „ლოკომოტივმა“ ისტორია დაწერა, არამარტო საკუთარი, არამედ ქართული ფეხბურთის და შეიძლება ითქვას, ზოგადად საქართველოს!

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. „ლოკომოტივმა“ როგორც რუმინულ „კრაიოვასთან“ შეხვედრაში, ახლაც მაგარი, გამართული ფეხბურთი აჩვენა. სცენარი აბსოლუტურად იდენტური იყო.

უგოლო პირველი ტაიმი, შემდეგ ორი გოლი სწრაფი შეტევის შედეგად, ბოლოს ერთი გაშვებული და საბოლოოდ, ანგარიშით 2:1 გამარჯვება...

მეორე ტაიმის დაწყისში ძალიან კარგი კომბინაციის შემდეგ მოსკოველთა მეკარე ანტონ შუნინი შეცდა და ირაკლი სიხარულიძემ დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი. 22 წუთში „ლოკოს“ უპირატესობა გაიზარდა. ისევ სწრაფი იერიში, რაც კარში დარტყმით დასრულდა და შუნინმა მოიგერია,მაგრამ იქვე მამია გავაშელიშვილი იყო და დამატებაზე ცარიელ კარში ადვილად გაიტანა - 2:0! ეს უკვე დიდი უპირატესობა იყო და მასპინძლებმა მისი შენარჩუნება მოახერხეს.

საინტერესოა, რომ „ლოკომოტივს“ ჯერ 1:0-ზე, შემდეგ 2:0-ზე ძალიან მაგარი მომენტი ჰქონდა ორჯერ, მაგრამ მოსკოველები კიდევ ერთ გოლს გადაურჩნენ. 90-ე წუთზე რუსებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, რომელიც კომლიჩენკომ ზუსტად დაატრყა და სხვაობა შეამცირა.

მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა, თუმცა, „ლოკომოტივმა“ თავი კარგად დაიცვა და ისტორია დაწერა. ეს ძალიან დიდი და დასამახსოვრებელი გამარჯვებაა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,რომლის შემოქმედი თბილისის „ლოკომოტივია“.

„ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“, გაცილებით ძლიერი (ფურცელზე), გამოცდილი, ფინანსურად შედარებაც რომ არ შეიძლება, ისეთი მეტოქე დაამარცხა და ევროპა ლიგის მომდევნო, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზეა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის შემდეგი გამოწვევა ესპანური „გრანადა“ იქნება და მატჩი 24 სექტემბერს, ესპანეთში გაიმართება.

„ლოკომოტივი“ – „დინამო მოსკოვი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113823
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X