ფეხბურთი

13:49 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას სექტემბრის თვის რეიტინგში მცირე პროგრესი განიცადა. „ჯვაროსნებს“ 1274 ქულა დაუგროვდათ, 2 პოზიციით დაწინაურდნენ და 89-ე ადგილზე იმყოფებიან.

ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ბელარუსის ნაკრები ამ დროისთვის 1282 ქულით 87-ე ადგილს იკავებს, ხოლო პოტენციურ მოწინააღმდეგებს რაც შეეხება, ჩრდილოეთ მაკედონია 1351 ქულით 66-ეა, კოსოვოს კი 116-ე პოზიცია უკავია.

2020-2021 წლების სეზონის ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი ასეულს მიღმა არიან: ესტონეთი 108-ეა, სომხეთი კი 101-ე.

საუკეთესო ათეულში პირველ პოზიციაზე კვლავ ბელგია იმყოფება, მეორე ადგილზე კი საფრანგეთია, რომელიც მესამეადგილოსან ბრაზილიას 32 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნებმა სექტემბერში ტალინში ესტონეთს 1:0 მოუგეს, თბილისში კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ 1:1 ითამაშეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118924