ფეხბურთი

3:21 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" მეტოქე გუნდში კორონავირუსის პანდემიაა

უელსის ჩემპიონი „კონაჰ ნომედსი“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისთან“ მატჩს მძიმე ვითარებაში ხვდება. გუნდს განაცხადში მხოლოდ 14 მოთამაშე ეყოლება.

როგორც უელსელთა ვებგვერდი იტყობინება, მთელმა გუნდმა კორონავირუსზე ტესტირება გაიარა, 3 ფეხბურთელს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, ხოლო ერთს - სიმპტომები. შედეგად, ოთხივე მათგანი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, გუნდს ვერც ჯორჯ ჰორანი (კუნთი აქვს დაჭიმული) და აარონ ედვარდსი დაეხმარებიან (ხელი მოიტეხა). ამ ეტაპზე თამაშის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თამაშის ჩასატარებლად განაცხადში მინიმუმ 14 ფეხბურთელი უნდა იყოს. ამრიგად, თუ დღის განმავლობაში უელსელებს ფეხბურთელი კიდევ გამოაკლდებათ, მაშინ მატჩის ჩაშლის საკითხი აქტუალური გახდება.

როგორც „კონაჰის“ ვებგვერდი წერს, უეფას უკვე აცნობეს და მზად არიან „დინამოს“ წინააღმდეგ 14 ფეხბურთელით ბოლომდე იბრძოლონ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა გაიმართოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111979