კალათბურთი

0:38 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა 6 თვის შემდეგ განახლდა, შერმადინის "ტენერიფე" მეოთხედფინალში გავიდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა, რომელიც მარტში მერვედფინალურ სტადიაზე კორონავირუსის პანდემის გამო შეწყდა, დღეს განახლდა. გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ესპანური გუნდი მერვედფინალში ბელგიურ „ოსტენდეს“ ხვდებოდა და სერიაში ანგარიში 1:1 იყო. გადამწყვეტი მატჩი „ტენერიფემ“ 62:54 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მასპინძლებს პრობლემა არ ჰქონიათ, მთავარი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ესპანელებმა 8 ქულით მოიგეს და საბოლოოდაც ეს სხვაობა დაფიქსირდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 23:23 წუთში 9 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ამრიგად, გიორგის ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 7-დან მხოლოდ 2 ორქულიანი (28.57%) და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო (83.33%), მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 12-ს გაუტოლდა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ შემდეგ მეტოქე ესპანური „სარაგოსაა“ და სწორედ მასთან ბრძოლაში გაითამაშებს ნახევარფინალის საგზურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111109