სხვა

22:08 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსს მისი ჩემპიონი გამოეთიშა

ტურ დე ფრანსის მოქმედი ჩემპიონი, კოლუმბიელი ეგან ბერნალი რბოლას გამოეთიშა. მან ველომარათონის მე-17 ეტაპზე გამოსვლა ვერ შეძლო. კოლუმბიელის გამოთიშვის მიზეზი, ზურგის ტკვილებია, რომელთა გამოც, მან წინა ორ ეტაპზე ბევრი დრო დაკარგა და გამარჯვებისთვის ბრძოლას ფაქტობრივად გამოეთიშა.

როგორც ბერნალმა განაცხადა, ტკივილის გამო, გაეზარდა დატვირთვა მუხლებზე, რამაც მის შედეგზე უარყოფითად იმოქმედა. ჯერ კიდევ გუშინ, ის ამბობდა, რომ პარიზამდე მიღწევას აპირებდა, თუმცა ტრავმის გამო ეს ვერ შეძლო.

„ტურ დე ფრანსის ასე დასრულება არ მსურდა. მაგრამ შექმნილ სიტუაციაში, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. მოუთმენლად დაველოდბი მომენტს, როდესაც ამ დიდებულ რბოლას დავუბრუნდები“, - განაცხადა „ინეოს გრენადერსის“ ლიდერმა.

დღევანდელ, მე-17 ეტაპზე, ფინიში ზღვის დონიდან 2304 მეტრზე მდებარეობს. მთა კოლ დე ლა ლოზეს აღმართის სიგრძე 21.5 კილომეტრია, დახრა კი 7.8 პროცენტს აღწევს. სწორედ გუშინდელი და დღევანდელი ეტაპებისთვის უფრთხილდებოდა ძალებს „ინეოს გრენადერსი“.

მაგრამ ბერნალს პირველივე კვირაში დაეტყო, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა გაუჭირდებოდა. მართალია, ის კარგა ხანს ლიდერ პრიმოჟ როგლიჩს (ჯუმბო-ვისმა) წუთზე ნაკლებით ჩამორჩებოდა, მაგრამ მე-15 ეტაპზე ჩემპიონმა ტკივილებს ვეღარ გაუძლო და ათეულს მიღმა დარჩა.

საინტერესოა, რომ ზურგის ტკივილების გამო, ბერნალმა ტურამდე ვერც კრიტერიუმ დუ დოფინის დასრულება შეძლო. ცნობისათვის, შარშან ბერნალმა ფრანგული ველომარათონი 22 წლისამ მოიგო და ამ რბოლის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14238