სხვა

2:06 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მო ფარა ტოკიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ 10 000 მეტრზე ირბენს

ოთხი ოლიმპიური ოქროს მფლობელმა ბრიტანეთიდან, მო ფარამ განაცხადა, რომ ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადაზე, მხოლოდ 10 000 მეტრზე იასპარეზებს და 5 000 მეტრზე ჩემპიონის ტიტულის დაცვას არ ეცდება.

მისი ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ასაკია - ფარა, ვისაც ორივე დისტანციაზე ოქროს მედლები ლონდონს და რიოს თამაშებზე აქვს მოპოვებული, 37 წლისაა და ასაკი მაღალი დატვირთვებით ვარჯიშის საშუალებას არ აძლევს. თუ 10-კილომეტრიან დისტანციაზე ტოკიოშიც მოიგებს, ოლიმპიადების ისტორიაში პირველი ათლეტი გახდება, ვისაც ამ მანძილზე სამი ოქრო ექნება მოპოვებული.

„ასაკი მემატება და ახლა ერთ დისტანციაზე ფოკუსირება სჯობს. ვნახოთ, რა შემიძლია. მონდომება არ მაკლია. გამარჯვება ისევ მწყურია და ისევ ბევრის მიღწევა მსურს. მე ისტორიაში შესვლა მსურს. მე უკვე ვარ ისტორიაში, რადგან გავხდი პირველი ბრიტანელი, ვინც ეს დისტანცია ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე მოიგო. მიყვარს ჩემი საქმე. რა თქმა იოლი არაა, მაგრამ შესაძლებელია“, - განაცხადა ფარამ, ვინც ტრეკს სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და რამდენიმე დღის წინ, ერთსაათიან გარბენში, მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ბრილიანტის ლიგის ბრიუსელის შეხვედრაზე, ფარამ ერთ საათში 21 330 მეტრი გაირბინა და 45 მეტრით გააუმჯობესა ლეგენდარული ჰაილე გებრსელასიეს რეკორდი, რომელიც მას 13 წლის წინათ ჰქონდა დამყარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108779