სხვა

1:31 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტურის მე-16 ეტაპი გერმანელმა ლენარდ კაემნამ მოიგო

მიმომხილველები ერთხმად აცხადებენ, რომ მიმდინარე ტურ დე ფრანსზე, გადამწყვეტი ბოლო კვირა იქნება თავისი ორი სამთო ეტაპით. მაგრამ ამ ორიდან ერთმა ისევ ვერაფერი შეცვალა. ლიდერის ყვითელი მაისური ისევ სლოვენიელ პრიმოჟ როგლიჩს აცვია, მას კი ისევ 40 წამით ჩამორჩება მისივე თანამემამულე ტადეი პოგაჩარი.

მე-16 ეტაპზე კი, რომლის ფინიშიც აღმართზე იყო, გამარჯვება „ბორა-ჰანსგროეს“ გერმანელმა ლენარდ კაემნამ მოიპივა. მან კარგად ისარგებლა იმით, რომ ფინიშთან ახლოს, ყურადღება მოადუნა ჯირო დ’იტალიას მოქმედმა ჩემპიონმა ეკვადორიდან, რიჩარდ კაპარასმა (ინეოს გრენადერსი), გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო და წუთით და 27 წამით აჯობა მდევართა მცირე ჯგუფს.

კაპარასი მეორე ადგილს დასჯერდა, ფინიშთან თითქმის ორწუთიანი დაგვიანებით, მესამე მივიდა შვეიცარიელი სებასტიან რაიხენბახი (გრუპამა-FDJ). ტურის მოქმედმა ჩემპიონმა, კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა დრო ისევ დაკარგა. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ წელის ძლიერი ტკივილები აქვს და შუა რბოლაში, მუხლიც ასტკივდა. თუმცა ყოველივეს მიუხედავად, რბოლის მიტოვებას არ აპირებს და პარიზამდე მიღწევა სურს.

კაპარასმა კარგად იმუშავა, ბოლო სამთო მონაკვეთზე ორი ძლიერი შეტევა დაიწყო და მდევართა ჯგუფი დაანაწევრა, მაგრამ ამაზე ბევრი ენერგია დახარჯა, რითაც კარგად ისარგებლა კაემნამ და როგორც კი მეტოქეს დაღლა შეატყო, სწორედ მაშინ აუჩქარა ფეხს. სხვათა შორის, გერმანლს ტურზე პირველი გამრჯვების ოპოვების შანსი, რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, მაგრამ მაშინ ფინიშზე, ორკაციან სპრინტში კოლუმბიელ დანი მარტინესთან წააგო.

„მეორე ორკაციანი სპრინტი არ მინდოდა. ამიტომ, როცა შევატყე, რომ კაპარასი დაღლილი იყო, მაშინვე შევუტიე. და როცა მივხვდი, რომ რამდენიმე წამი მოვიგე, ამან თავდაჯერებულობა შემმატა. მაშინ გავაცნობიერე, რომ მოგება შემეძლო“, - ყვება გამარჯვებული.

მორიგი, მე-17 ეტაპი კიდევ უფრო რთული იქნება. მისი დისტანცია 170 კილომეტრია. ფინიში კი მერიბელში, ზღვის დონიდან 2304 მეტრზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146152