ფეხბურთი

1:55 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბერგერის" მწვრთნელი: "ლოჩოშვილთან სასაყვედურო არაფერი მაქვს"

„ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა „ზალცბურგთან“ სადებიუტო მატჩში გაძევების შემდეგ ლუკა ლოჩოშვილი დაიცვა.

ქართველმა მცველმა მატჩის მე-16 წუთზე პატსონ დაკა ხელით დაიჭირა და ბოლო იმედის ჯარიმად შეუფასეს. ავსტრიელი სპეციალისტის განცხადებით, ლუკასთან სასაყვედურო არაფერი აქვს.

„ძალიან კარგად დავიწყეთ, გეგმას მივყვებოდით, ძალიან კმაყოფილი ვიყავი. წითელი ბარათი ეპიზოდი თამაშში გადამწყვეტი გამოდგა. ლუკა ლოჩოშვილს არაფერს ვუსაყვედურებ. მსაჯი მანამდეც წვრილმანებზე უსტვენდა. მომდევნო 75 წუთიც კარგად ჩავატარეთ და ვაჩვენეთ, რამდენად ძლიერია ამ გუნდის მტკიცე ხასიათი. ძალიან სასიხარულოა, რომ ახალმა თავდამსხმელმა დარიო ვიზინგერმა პირველივე მატჩში გაიტანა“, - თქვა ფელდჰოფერმა.

აქვე გეტყვით, რომ „ვოლფსბეგერი“ ავსტრიის მოქმედ ჩემპიონთან 1:3 დამარცხდა, ხოლო გურამ გიორბელიძეს არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117301