ფეხბურთი

23:14 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

The Times: მბაპემ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა

„პარი სენ ჟერმენს“ კილიან მბაპე 2021 წელს დატოვებს. როგორც The Times-ი იტყობინება, ფრანგმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასაც უთხრა.

მბაპეს სურს, რომ პსჟ-ში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს, მაგრამ შემდეგ გუნდიდან წასასვლელად მზადაა. მას კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ცხადია, ასეთ შემთხვევაში მის განახლებას არ აპირებს.

მბაპეს ამ ეტაპზე „ლივერპულსა“ და მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ, თუმცა უფრო მეტი კონკრეტული დეტალი უცნობია.

შეგახსენებთ, ფრანგი თავდამსხმელი პსჟ-მ 2017 წლის ზაფხულში „მონაკოდან“ შეიძინა და ამ პერიოდში 124 მატჩში თავი 90-ჯერ გამოიჩინა.

0.108216