ფეხბურთი

16:24 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას კვიპროსში უახლოეს ორ დღეში ელოდებიან

გიორგი ქვილითაია დიდი ალბათობით, კარიერას ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გააგრძელებს. კვიპროსული გამოცემების ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელი ლარნაკაში ორშაბათს ან სამშაბათს ჩავა და კონტრაქტს გააფორმებს.

საუბარია ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებაზე, რომლიც გაფორმების შემდეგ 26 წლის ფეხბურთელი დაუყოვნებლივ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და „აპოლონთან“ უახლოესი მატჩსთვის მოემზდება.

ქვილითაია „ანორთოსისში“ ნიკა კაჭარავას შეცვლის, რომელიც ორიოდ დღის წინ ასევე ერთწლიანი იჯარით პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ პოზნანის „ლეხში“ გადავიდა.

გიორგი ქვილითაიას ბელგიურ „გენტთან“ ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ კლუბში დამკვიდრება ვერ მოახერხა. მან 2018 წლიდან 46 მატჩში „გენტის“ მაისურით 7 გოლი გაიტანა. იქამდე ქართველი შემტევი „რაპიდის“, „დინამო თბილისის“, „დილასა“ და უნგრული „გიორის“ ღირსებას იცავდა.

„ანორთოსისში“ სამი ქართველი, თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ლორია თამაშობენ. თემურ ქეცბაიას გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში 3 ტურის შემდეგ 7 ქულით ლიდერობას „აპოლონთან“ ერთად იყოფს, ხოლო 24 სექტემბერს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114739