კატალონიის „ბარსელონას“ ფორვარდმა“ ანტუან გრიზმანმა ესპანურ გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად კი „ბლაუგრანას“ ახალი მტავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის მიმართ ნდობა დაასახელა.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგი ფეხბურთელის დამატება პრემიერლიგის ორ გუნდს „არსენალს“ და „ლივერულს“ სურს, თუმცა თავად ფეხბურთელს კატალონიურ გრანდში დარჩენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
გრიზმანს „ბარსელონასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გასულ სეზონში კი 29 წლის შემტევმა ესპანური გუნდის მაისური 35 მატჩში მოირგო და 9 გოლთან ერთად 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.