ლიონელ მესი და რონალდუ კუმანი ორშაბათს ერთმანეთს შეხვდებიან. კატალონური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ხვალ არგენტინელის და ნიდერლანდელის შეხვედრა ადგილობრივი დროით 17:30 საათზე გაიმართება.
საუბრის თემა ბოლო დროს განვითარებული ცნობილი მოვლენები იქნება. კუმანი დაინტერესებულია რას ფიქრობს მესი უახლოეს მომავალზე. წყარო იმასაც იტყობინება, რომ განიხილება კაპიტნობის საკითხიც. კუმანი და „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მზადაა არგენტინელის ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს და თუ მას კაპიტნობის სურვილი აღარ აქვს, სამკლავური ჩამოართვან.
მოგეხსენებათ, მესიმ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ის საწვრთნელ ბაზაზე ორშაბათს დაბრუნდება.
შეგახსენებთ, მესიმ „ბარსელონაში“ ერთი წლით დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და აჟიოტაჟს, რომელიც ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა, წერტილი დაუსვა.