ფეხბურთი

16:16 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ბარსელონაში" ვარჯიშს ორშაბათიდან დაიწყებს

ლიონელ მესი მზადაა „ბარსელონასთან ერთად საწვრთნელი პროცესი დაიწყოს. ესპანური მედიის ცნობით, არგენტინელმა კორონავირუსზე ტესტი სახლში ჩააბარა და პასუხს ელოდებიან.

თუ შედეგი უარყოფითი აღმოჩნდება, მესი „ბლაუგრანას“ შეუერთდება და 7 სექტემბრიდან ვარჯიშს დაიწყებს.

მოგეხსენებათ, ლეომ ორი დღის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბში კონტრაქტის ბოლომდე რჩება და „ბარსელონასადმი“ სიყვარულის გამო სასამართლოს არ მიმართავს.

მესის „ბარსას“ დატოვება სურდა, მაგრამ კლუბმა 700 მილიონი ევროს გამოსასყიდი თანხის გადახდა მოითხოვა, რის გამოც არგენტინელს „კამპ ნოუზე“ დარჩენა მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100292